რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი შემთხვევით რუსეთის ქალაქში ჩამოაგდო

რუსულმა „სუ-34“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ბომბი შემთხვევით ჩამოაგდო, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების „სუ-34“ თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის გაუთვალისწინებელი გაშვება, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე 20-მეტრიანი რადიუსის კრატერი დარჩა.

მისივე თქმით, დაშავებულია ორი ადამიანი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში