მუსლიმური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ყველა მუსლიმს ულოცავს და მათ წარმატებებს, სიკეთეს და მშვიდობას უსურვებს.
„რამადან-ბაირამი (იდ ალ-ფიტრი) მუსლიმთათვის ორი უდიდესი დღესასწაულთაგან ერთ-ერთია, რაც ნიშნავს მარხვის დასრულების, ხსნილის დღესასწაულს, რომელიც წმინდა რამადანის თვის დამთავრების შემდეგ აღინიშნება.
რამადან-ბაირამის დროს მუსლიმები ასრულებენ სადღესასწაულო ლოცვას, ამზადებენ ტრადიციულ კერძებს, გასცემენ მოწყალებას, არიგებენ საჩუქრებს, სტუმრად მიდიან მეგობრებთან და ნათესავებთან, შლიან დიდ საზეიმო სუფრებს. ამიტომაც, რამადან-ბაირამი შერიგების, ერთიანობის, გაძლიერების და ძმობის დღესასწაულია“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.