საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ბალკანეთის ქვეყნებში გაეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემების ჯგუფს მასპინძლობს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოს შესახებ ბალკანეთის სატელევიზიო არხებისთვის „UNA”, “K1”, “Kitchen TV”, “EkoTV”, „insajder” ვრცელ რეპორტაჟს ამზადებენ.

„პრესტურის ფარგლებში სერბული მედიის წარმომადგენლები თბილისს, ალავერდს, თელავს, დავით გარეჯს, სტეფანწმინდას, ანანურს, გორს, ბორჯომს, ახალციხეს, აბასთუმანს, გოდერძის, ბათუმს, მტირალას ეროვნულ პარკს, პეტრას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ქუთაისს, წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს, კაცხის სვეტს, ჭიათურას, საჩხერეს, გომს, დაშბაშის კანიონს, ფარავნის ტბას, ფოკის მონასტერს, საღამოს ტბას გადაიღებენ. მედიის წარმომადგენლები კატერით პალიასტომის ტბაზე გაისეირნებენ და ზიპლაინით დაშბაშის კანიონზე დაეშვებიან“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სატელევიზიო გადაცემა ქართულ კულტურას, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს დაეთმობა.

„სადაც არ უნდა ვიმოგზაურო სულ საქართველოზე, ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და ქართველ ხალხზე ვსაუბრობ და ყველას, ჩემს მეგობრებსაც ვეუბნები საქართველოს ეწვიონ. ჩვენ ვამზადებთ გადაცემას კულინარიისა და მოგზაურობის შესახებ, იმედი გვაქვს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ბალკანეთის ქვეყნებიდან საქართველოში იმოგზაურებს.

რამდენიმე თვის წინ სერბეთში საქართველოს საელჩოსთან კონტაქტის შემდეგ იდეამდე მივედით, რომ საქართველოს შესახებ სამოგზაურო გადაცემა მოგვემზადებინა. საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გვეხმარება გადაღებების ორგანიზებაში. ვფიქრობ, ჩვენი გადაცემა საქართველოს პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს“,-აცხადებს გადამღები ჯგუფის წევრი, მარკო მილიშევიჩი.

როგორც მსახიობი, გორიცა რეგორდიჩი ამბობს, ის საქართველოში პირველად ჩამოვიდა, რათა ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ გადაცემა მოამზადოს.

„მსახიობი ვარ სერბეთიდან. პირველად ჩამოვედი საქართველოში, რომ გადაცემა მოვამზადოთ ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ. ეს ჩემი პირველი დღეა და ძალიან შთამბეჭდავია, რომ სხვადასხვა კულტურის ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობს ერთ ქალაქში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ძალიან მშვიდობიანი გარემოა და ძალიან მეგობრული ხალხია, ბევრი სიმწვანეა და საოცარი ბუნება გაქვთ, ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა და ძალიან მომწონს“,- განაცხადა მსახიობმა, გორიცა რეგორდიჩი.

საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემას სერბეთის, მონტენეგროს,ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, ასევე პოლონეთისა და გერმანიის მილიონობით ტელემაყურებელი იხილავს.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ