„საქართველოს ბანკი“ კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს დამატებით მომსახურებას სთავაზობს

„საქართველოს ბანკი“ კომპანია „აგროკომთან“ პარტნიორობით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აგროსექტორის მიმართულებით კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.

„საქართველოს ბანკის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „აგროკომი“ სოფლის მეურნეობის სექტორში საკონსულტაციო მომსახურებას 2008 წლიდან ეწევა და მისი ძირითადი მიმართულებებია: ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვა, ფერმერულ მეურნეობებში კონსულტაციების გაწევა, მეხილეობის, მებოსტნეობის, მევენახეობის და მემარცვლეობის განვითარება.

მისივე ცნობით, კომპანია, ასევე, აგრო-ბიზნეს ტრენინგებს ატარებს შემდეგი მიმართულებით: აგრო-ბიზნეს გეგმების შედგენა; კონსულტაციები საირიგაციო საკითხებთან დაკავშირებით; ბაღების გაშენება და დაგეგმარება; სხვადასხვა კულტურების ჯიშების და ნერგების ხარისხების შერჩევა; კონსულტაციები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის შესახებ; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევა და სწორი ექსპლუატაცია.

კომპანია „აგროკომის“ დირექტორის თქმით, კომპანიამ 2011 წლიდან, ეტაპობრივად სხვადასხვა პროდუქტების დამატება დაიწყო, რომლებიც აუცილებელია ინტენსიური მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

„კონსულტაციებიდან და ტრენინგებიდან გამომდინარე, ფერმერების და ორგანიზაციების მხრიდან ხშირად ჩნდებოდა შეკითხვები, თუ სად შეიძლებოდა ამა თუ იმ ტექნიკის ან პროდუქციის შეძენა, რომელიც უზრუნველყოფდა ფერმერული მეურნეობების სწორ და წარმატებულ განვითარებას და საწარმოო ციკლის უწყვეტი ჯაჭვის შექმნას. აქედან გამომდინარე კომპანიამ 2011 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო სხვადასხვა სერვისების და პროდუქტების დამატება, რომელიც აუცილებელია ინტენსიური მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი მერკვილიშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ აგროპროდუქტების განვითარების ხელმძღვანელის თქმით, ბანკისთვის აგროსექტორის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ფერმერებისთვის საჭირო ცოდნის მიცემა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

„საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია აგროსექტორის მხარდაჭერა, რადგან ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება აგრო-მიმართულებით ის სიღრმისეული ცოდნა, რაც ფერმერს საქმიანობის სწორად წარმართვისთვის სჭირდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ჩვენი მხარდაჭერითა და პარტნიორი კომპანიების დახმარებით, რომლებმაც წლების განმავლობაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს, მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციური კონსულტირების შესაძლებლობა მივცეთ, შევთავაზოთ დამატებითი მომსახურება. აღნიშნული ინიციატივა ბიზნესს მისცემს ბიძგს, აგრო-მიმართულებით აკეთოს მეტი, დაეხმაროს და ასწავლოს სხვებს და გაზარდოს ქვეყანაში აგრო პროდუქტების წარმოება. ეს ხელს შეუწყობს სოფლის-მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი