ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში“, სადაც გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, ორი ოფისია დალუქული

ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში“, სადაც გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, ორი ოფისია დალუქული. ადგილზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აღარ იმყოფებიან. მათ მუშაობა გუშინვე დაასრულეს.

არსებული ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, სავარაუდოდ, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ბიზნესცენტრში მდებარე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელმა განუცხადა, ჩხრეკა მე-3 სართულზე ჩატარდა. რას საქმიანობენ იმ კომპანიის თანამშრომლები, რომელთა ფართიც ამჟამად დალუქულია, მისთვის უცნობია. ამასთან, კიდევ ერთი პირის ინფორმაციით, ოფისებში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ძირითადად IT სპეციალისტები მუშაობენ.

ორი ოფისიდან, რომელიც დალუქულია, ერთს საიდენტიფიკაციოდ აბრა არ აქვს, მეორის სახელწოდება კი არის: Software country.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ შესვლასთან დაკავშირებით წუხელ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. უწყების ცნობით, ბიზნესცენტრში საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე ტარდება.

ამ დროისთვის ოფიციალურად არ კონკრეტდება, რა საქმეს უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი