აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს - ისინი პროტესტს დღესაც განაგრძობენ

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. ისინი საპროტესტო აქციას დღესაც განაგრძობენ.

მშობლების მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა რჩება, რათა მათი შვილების მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატის შეძენა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს.

მშობლებს ადგილზე მოტანილი აქვს ბანერები წარწერებით: „არა უშავს დე! სამაგიეროდ „imagine dragon“-ის კონცერტზე წაგიყვან!“, „პური და სანახაობა>ბავშვების ჯანმრთელობა“.

„ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის აზრს ვეღარ ვხედავთ. ახლა მოთხოვნაა, რომ პრემიერ- მინისტრს შევხვდეთ, რადგან მათი პასუხი იყო, რომ ბიუჯეტი არ არსებობს. პროტესტს განსაკუთრებით იწვევს ის, რომ პარალელურად კონცერტები იგეგმება, რომლებშიც 70 მილიონი ან შეიძლება მეტიც იხარჯება. ამ ყველაფრის ფონზე გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტი არ არსებობს, რათა ბავშვებს ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაუფინანსონ“, - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი