საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე და ფაკულტეტის წარმომადგენლები აგრძელებენ ერთგვარ ტრადიციას და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ღია კარის დღეებს მართავენ.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები ამჯერად მესხეთში ჩავიდნენ, სადაც ახალუბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მიწვევით ღია კარის დღის ფორმატში სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვედნენ.

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მიაწოდეს ინფორმაცია მთის მდგრადი განივთარების ფაკულტეტის შექმნის მიზნებზე, მოქმედ საბაკალავრო პროგრამებზე.

„მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს. ფაკულტეტზე ოთხი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს, ესაა: მთის სოფლის გარემოს მდგარადი განვითარება; მთის მდგარდი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა და ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა. ოთხივე მიმართულებას სახელმწიფო აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, 2023/2024 სასწავლო წლებში მივიღეთ პირველი ნაკადი, მოთხოვნა დიდი იყო. რამდენიმე თვეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მუდმივად გავდივართ რეგიონებში. ინტერესი ძალიან დიდია, ყველგან მუდმივ კომუნიკაციას ითხოვენ. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დაარსებას შეუწყო ხელი“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, გარდა ღია კარის დღეების ჩატარებისა, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.

„გარემოს ეროვნულ სააგენტოში გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ გაფრინდაშვილის ინიციატივით, გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ჩემთან, ფაკულტეტის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ქობლიანიძესა და სპეციალისტ ლალი ახვლედიანთან. შეხვედრაზე მერაბ გაფრინდაშვილს დეტალურად გავაცანით, როგორც საბაკალავრო პროგრამები, ასევე ჩვენი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის შედეგები. მალე, პირველად საქართველოში მთის გარემოს მცოდნე მდგრადი განვითარების ექსპერტ-სპეციალისტებს მოვამზადებთ. საქართველოში დღეს ამ მიმართულების სპეციალისტი თითქმის არ გვყავს. ასევე გადაწყდა, რომ ფაკულტეტის სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან სააგენტოში, მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივით“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი