ირაკლი ქარსელაძემ უნგრეთის მთავრობის წევრებთან ოფიციალური შეხვედრები გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის წევრებს შეხვდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს დელეგაციამ, ირაკლი ქარსელაძის ხელმძღვანელობით, ორმხრივი შეხვედრები უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოსთან, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრ იანოშ ლაზართან და რეგიონული განვითარების მინისტრ ტიბორ ნავრაჩოჩთან გამართა.

„შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და ამ თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და აღნიშნეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების საჭიროება.

ირაკლი ქარსელაძემ მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ისაუბრა საქართველოს განვითარების სტრატეგია „ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ გეგმებზე და მისი შესრულების ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე საგზაო, წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების, მყარი ნარჩენების მართვის, ურბანული განახლების და სხვა მიმართულებით.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა 2025 წელს ქვეყნის ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხოლო 2023 წელს - ქვეყნის სრული მოსახლეობა სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებითა და წყალარინებით იყოს უზრუნველყოფილი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობითა და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებით, საქართველო ასრულებს ევროპასთან ფიზიკური კავშირისა და ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერების მნიშვნელოვან მისიას.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს რეგიონების განვითარების მიზნით, წარმატებით მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე, რეგიონების ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე და სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებზე.

უნგრელმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას გაუზიარეს მშენებლობისა და პროექტების მართვის წარმატებული გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე დარგების მიხედვით, როგორც ინსტიტუციური და საკანონმდებლო გაძლიერების, ისე სტანდარტების და ევროპული რეგულაციების დანერგვის მიზნით, რაც მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოს მიღწეული პროგრესის კიდევ უფრო გასაზრდელად.

საქართველოს დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, გაეცნენ ბუდაპეშტის წყალმომარაგების კომპანიისა და არა სახიფათო ნარჩენების გადამამუშავებელი სადგურის საქმიანობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ