ლოიდ ოსტინი რამშტაინის შეხვედრაზე - მოკავშირეებმა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 55 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწიეს

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი პირველად შეიკრიბა სწორედ აქ, რამშტაინში შეიკრიბა, ჯგუფმა უზრუნველყო 55 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების უზრუნველყოფა უკრაინის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-11 შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯგუფის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მიაწოდეს სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საბრძოლო მასალა და „ლეოპარდის“ ტანკები.

„ამ საკონტაქტო ჯგუფმა ასევე უზრუნველყო საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის ცისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. ეს მოიცავს „პატრიოტის“ სისტემებს შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან. ჩვენმა ერთობლივმა ძალისხმევამ უზარმაზარი ცვლილება მოახდინა ბრძოლის ველზე უკრაინის დამცველებისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა.

„არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ერთიანობა რაიმემ დაარღვიოს,” - აღნიშნა ოსტინმა.

ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი 40-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა