ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი კომპლექსური სარეაბილიტაციო პროგრამით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობა კენ ვოლკერის კლინიკაშია შესაძლებელი.
ამის შესახებ ინფორმაციას კენ ვოლკერის კლინიკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ინსულტის შემდგომ კომპლექსურ სარეაბილიტაციო მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს.
„რეაბილიტაციის პროგრამის პროვაიდერი კენ ვოლკერის კლინიკა მზად არის საჭირო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იმ პაციენტებს მიაწოდოს, ვისაც სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა სურს.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე 211 20 20 დაუკავშირდნენ, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 1505“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.