ბრიტანეთმა რუსი ოპოზიციონერის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრებასთან დაკავშირებულ 5 პირს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრებასთან დაკავშირებულ 5 პირს სანქციები დაუწესა.

მედიის ინფორმაციით, სანქციები დაუწესდათ მოსამართლე ელენა ლენსკაიას, გამომძიებლებს: დენის კოლესნიკოვსა და ანდრეი ზადაჩინს და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტებს, ალექსანდრ სამოფალსა და კონსტანტინე კუდრიავცევს.

„რუსეთის მიერ ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ მოპყრობა და გამოტანილი განაჩენი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის არაფრად აგდებს ადამიანის ძირითად უფლებებს. დღეს მის საქმესთან დაკავშირებული ხუთი პირი სანქცირებულია, რაც მკაფიო მესიჯს აგზავნის, რომ გაერთიანებული სამეფო მისი ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ ასეთ მოპყრობას არ აიტანს გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ბატონ კარა-მურზასა და მისი ოჯახს მხარდაჭერას. მოვუწოდებ რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იგი“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

შეგახსენებთ, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში