ირაკლი ქარსელაძე უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრს შეხვდა

საქართველოს დელეგაციამ, ირაკლი ქარსელაძის ხელმძღვანელობით, უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრ ტიბორ ნავრაჩოჩთან შეხვედრა გამართა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს რეგიონების განვითარების მიზნით, წარმატებით მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე, დეცენტრალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესზე, რეგიონების ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე და სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებზე.

მინისტრმა უნგრელ კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და წარმატებით განხორციელებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის შესახებ, რომლის შედეგადაც, ქვეყნის რეგიონებში დაფინანსდა დაახლოებით 150 პროექტი და 400-ზე მეტი ბენეფიციარი. მან, ასევე, ისაუბრა მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერის მიზნით შემუშავებულ კანონსა და ამ კანონის მოქმედების შედეგებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრაზე აღნიშნა მუნიციპალიტეტებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერის მნიშვნელობა, ისაუბრა ამ მიზნის მისაღწევად არსებულ ფონდებზე და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ, ურბანული განახლებისა და ქალაქებისა და კურორტების განვითარების სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებზე.

„უნგრეთი უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნების ერთნაირი მდგომარეობა მომდინარეობს პოსტკომუნისტური წარსულიდან, რის გამოც ჩვენ ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. საქართველოს აქვს უზარმაზარი გამოცდილება გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, ასევე, ჩვენ გვაქვს სხვა სახის გამოცდილება, ამიტომ საუკეთესო პრაქტიკების და იდეების გაზიარება იქნება ძალიან სასარგებლო მომავალი თანამშრომლობისათვის“,- განაცხადა უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრმა ტიბორ ნავრაჩოჩმა შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, შეხვედრის მხარეებმა განიხილეს დარგობრივი ჯგუფების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ