აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოსვლისკენ და მათთან დალაპარაკებისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, თუ ირაკლი ღარიბაშვილი მათ არ შეხვდება, „ვერავის ვერ შეხვდება“. პარალელურად, აქციის მონაწილეებს ჩართული აქვთ საყვირები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.