19-21 აპრილს საქართველომ ENQA-ს წევრების ფორუმს უმასპინძლა

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველომ ENQA-ს წევრების ფორუმს უმასპინძლა.

მათივე ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმატებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, 2022 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეირჩა და მას მიენიჭა პრიორიტეტი სხვა ბევრ ქვეყანას შორის, რომ 2023 წელს მასპინძლობა გაეწია ENQA-ს წევრების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმისათვის.

„ფორუმში ევროპის 32 ქვეყნიდან მონაწილეობა მიიღეს ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების რეესტრის - EQAR-ის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ევროპის სტუდენტთა ასოციაციის, ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა.

ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეებმა განიხილეს ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და ტენდენციები.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 25 აპრილს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 5 წლის ვადით მიენიჭა ENQA-ს სრული წევრის სტატუსი. ENQA-ს შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის ძირითად კრიტერიუმებს.

2021 წელს განხორციელდა ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. ENQA-ს მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყველა რეკომენდაცია იქნა შესრულებული, რომლის შედეგად გაიზარდა საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჰარმონიზაციის ხარისხი, ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის ერთიან სტანდარტებთან და პრინციპებთან.

ENQA-ს მმართველი საბჭოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მასპინძლობა გაეწია ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმისათვის, არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ბოლო პერიოდში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები შესაბამისობაშია ერთიან ევროპულ სტანდარტებთან და მიდგომებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა