გიორგი ამილახვარმა სკოლის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრები დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც 150-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა, მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა და პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხები, სკოლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ზოგადი განათლების განვითარების ჯგუფი აქტიურად მუშაობს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ჯგუფს თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი - ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.

უწყების ინფორმაციით, სკოლის პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება და შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა