სემეკ-მა გაზგამანაწილებელი კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 8 მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია, რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

„75 000 ლარით დაჯარიმდა შპს „მამედი“ - კომპანია მარნეულის რაიონის მომხმარებელს ბუნებრივ გაზს აწვდიდა თვითნებურად დადგენილი ტარიფით, რაც აღემატებოდა სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ზღვრულ ტარიფს. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მამედის“ ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სამართალდამცავ უწყებებს.

კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „აკრიანი 2006“, შპს „დიდი დიღომი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის მიწოდება, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითება და კომისიისთვის არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარდგენა.

5 000 – 5 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ენერგია +“. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენა. ასევე 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვარკეთილაირი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „ეს ჯი გაზ კომპანი“. დაჯარიმება განპირობებული იყო მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენით, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითებით და კომისიაში არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარმოდგენით.

სხვადასხვა რეგულაციების მოთხოვნათა დარღვევისთვის გაფრთხილება მიეცა შპს „გამა“-ს, შპს „გასკო +“-ს, “ შპს „გოგოჭური და კომპანიას“, შპს „ენერგოკავშირს“, შპს „ყამარი მ“-ს, შპს „საჩხერეგაზს“, - ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში