კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 39 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა გერმანიაში, „რამშტაინის“ ბაზაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 40 სნაიპერულ შაშხანას, 16 რადიო კომპლექტს, საბრძოლო მასალას და შემოწირულებას, დაახლოებით 34.6 მილიონ კანადურ დოლარს, ნატო-ს ფონდისთვის, რათა კიევს რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარება აღმოუჩინონ.
შაშხანები და საბრძოლო მასალების მიღება კანადური Prairie Gun Works-დან მოხდება, ხოლო რადიოების- L3Harris Technologies-ისგან.
„კანადის მიერ დღეს გამოცხადებული შემოწირულებები და მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა.