სილვიუ დომენტე - „ვოსორიტიდი“ ამ დროისთვის არაა ჯანმო-ს ესენციური მედიკამენტების სიაში - ის ასევე არ არის შეყვანილი, რომელიმე კლინიკურ გაიდლაინში

„ვოსორიტიდი“ ამ დროისთვის არ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ესენციური მედიკამენტების სიაში. ის ასევე არ არის შეყვანილი, რომელიმე კლინიკურ „გაიდლაინში“. ამ ეტაპზე, ჯანმო-ს არ აქვს შემუშავებული რეკომენდაციები, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რათა წევრმა ქვეყნებმა, ჩართონ ეს წამალი დაფინანსების სქემებში, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სილვიუ დომენტემ, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკაზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც შეაფასეს აღნიშნული პრეპარატი, მათი რიცხვი ევროპაში ძალიან მცირეა, ესაა ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ახლახან დაუშვა ესპანეთმა, საფრანგეთმა გააკეთა ადრეული წვდომა პრეპარატზე. რაც შეეხება გერმანიას და იტალიას, შეფასების პროცესში იტალიამ აღნიშნა, რომ წამალს აქვს ზომიერი სარგებელი, გერმანიის შემთხვევაში კი რაოდენობრივი სარგებელი არ გამოიკვეთა. ინგლისმა და უელსმა, ეს პროცესი, ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყეს, თუმცა შეაჩერეს და შესაძლოა, წელს განაახლონ. ირლანდიამაც დაიწყო შეფასების პროცესი გასულ წელს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. სხვა ქვეყნების შემთხვევაში, მაგალითად აშშ, იაპონია - მათ შეფასების პროცესი არც დაუწყიათ და კვლავ ალტერნატიულ მკურნალობას იყენებენ, როგორიცაა ქირურგია და ზრდის ჰორმონი“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში