ლევან დავითაშვილმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჰრისტო ალექსიევთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჰრისტო ალექსიევთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და საქართველოს ელჩი ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილი.

„შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციისა და კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის მეტად განვითარებისთვის სასურველია, თუკი ქვეყნები უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ საზღვაო პორტებს შორის რეგულარული კარგო გადაზიდვების გაზრდის კუთხით. ითქვა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან თვეში 4-5 სიხშირით ხორციელდება საბორნე მიმოსვლა ბათუმსა და ბურგასს შორის. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების შესაძლებლობები, რომელთა მეშვეობით შუა სატრანსპორტო დერეფანში შესაძლებელი იქნება ახალი სატრანსპორტო ნაკადების მოზიდვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პირდაპირი ფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების განვითარებას, გაზრდის მგზავრთნაკადს და დადებითად აისახება როგორც საქართველოს, ასევე ბულგარეთის ტურისტულ ინდუსტრიებზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ ახლო მომავალში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებაზე.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ