წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში წიგნის, „ქართული დიპლომატიის ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში წიგნის, „ქართული დიპლომატიის ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნზე მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა და მათი ავტორობით დიპლომატიის ისტორიის სრული სახელმძღვანელო პირველად შეიქმნა.

ავტორების თქმით, წიგნში ქართული საერთაშორისო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები და დიპლომატია, უძველესი დროიდან დღემდე, სიღრმისეულადაა განხილული. მათივე თქმით, დიდი ადგილი ეთმობა რუსეთთან ურთიერთობის დეტალებს, გეორგიევსკის ტრაქტატს, დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების განხილვას, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკასა და გასული საუკუნის 90-იანი წლების საგარეო პოლიტიკას.

ღონისძიების განმავლობაში, ის ადამიანები, რომლებიც წიგნის შექმნის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ, დამსწრე საზოგადოების წინაში სიტყვით წარდგნენ. მათ შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი.

ღონისძიებას, ასევე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ესწრებოდა. მისი თქმით, თანამედროვე პოლიტიკაში ჩართული ადამიანები არა მხოლოდ უნდა ეცნობოდნენ, არამედ ზედმიწევნით უნდა შეისწავლიდნენ, თუ რას წერენ თანამედროვე მეცნიერები.

„ვთვლი, რომ ვინც თანამედროვე პოლიტიკაშია ჩართული, თანამედროვე პროცესებს ვინც თვალს ადევნებს, არამხოლოდ უნდა ეცნობოდეს, ზედმიწევნით უნდა შეისწავლიდეს იმას, თუ რას წერენ თანამედროვე მეცნიერები. ეს მეცნიერთა ჯგუფის მიერ შედგენილი ნაშრომების პირველი გამოცემა არ არის, მაგრამ ასე შეკრული, სავსე და ერთად წარმოდგენილი ნამდვილად პირველია, რაც მისასალმებელია. ავტორთა ჯგუფს მადლობას ვუხდი“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, „ქართული დიპლომატიის ისტორიის“ მთავარი რედაქტორის“, აკადემიკოს როინ მეტრეველის განცხადებით, წიგნი სახელმწიფო სწავლების პროგრამაში შევიდა და დამსახურებაა, რომ დღეს ბევრ უმაღლეს სასწავლებელში „ქართული დიპლომატიის ისტორიით“ ლექციები იკითხება.

„წიგნი, რომელიც დღეს განვიხილეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ, ეს არის „ქართული დიპლომატიის ისტორია“. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო დიპლომატიის საგანგებო ცენტრში შეიქმნა. ძალიან ბევრმა მეცნიერმა იმუშავა იმისთვის, რომ ეს წიგნი შექმნილიყო. მნიშვნელოვანია, რომ მანამდე ქართული დიპლომატიის ისტორიის სახელმძღვანელო არ არსებობდა. ისწავლებოდა სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური ურთიერთობების ისტორია, თუმცა ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ, ჯერ ნარკვევები გამოვიდა, შემდეგ დიპლომატიური ლექსიკონები და ბოლოს სახელმძღვანელო. ეს წიგნი სახელმწიფო სწავლების პროგრამაში შევიდა და დამსახურებაა, რომ დღეს ბევრ უმაღლეს სასწავლებელში ამ წიგნით ლექციები იკითხება. ვფიქრობთ, რომ ავტორთა კოლექტივმა, დაახლოებით, 8-10-მა ადამიანმა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. მინდა დღეს აქ მოსულ საზოგადოებას მადლობა გადავუხადო. ალბათ, ეს ღონისძიება ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის სტიმული იქნება“, - აღნიშნა როინ მეტრეველმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ