DW Akademie-მ კვლევის - „პოლარიზაციასა და დეზინფორმაციას შორის - მედიის მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა

DW Akademie-მ კვლევის სახელწოდებით - „პოლარიზაციასა და დეზინფორმაციას შორის - მედიის მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

DW Akademie-ის კვლევა საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასა და მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას ასახავს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ეკატერინე ბასილაიას განცხადებით, კვლევამ ცხადყო, რომ ქართულ მედია გარემოში დომინირებს დეზინფორმაცია, პროპაგანდა და პოლარიზაცია.

„კვლევა „დოიჩე ველეს“ აკადემიამ ჩაატარა. კლევის მიზანი 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესწავლა იყო. აგრეთვე, ის პროცესები, რომელიც შესაძლებელია ქართულ მედია გარემოზეც ასახულიყო. მზარდი დეზინფორმაცია, პროპაგანდა და პოლარიზაცია, ეს არის ის გამოწვევები, რომელიც საქართველოში მედია გარემოს აქვს. კვლევაში მონაწილეობა 80-მდე ჟურნალისტმა მიიღო. კლევის შედეგებმა ის გამოწვევები გამოკვეთა, რომლებიც საქართველოს მედია გარემოს გააჩნია. ეს გულისხმობს პოლარიზაციას, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლას”, - განაცხადა ეკატერინე ბასილაიამ.

მისივე თქმით, ქართული მედია რთულ ეკონომიკურ ვითარებაში მუშაობს.

„ასევე, კვლევის შედეგად გამოიკვეთა საკითხი, რომელიც „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხება. ამავე დროს, ფინანსური გამოწვევები, რომელიც მედიას გააჩნია, დამოუკიდებელი და თავისუფალი ოპერირებისთვის. ჟურნალისტების უსაფრთხოების თემა, რომელიც კრიტიკულად 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების შემდგომ დადგა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რეკომენდაციები თავად ჟურნალისტებისგან ავაგროვეთ და როგორც ისინი ამბობენ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, ცოდნის გაცვლა, ადვოკატირება და ფინანსური მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისთვის”,- განაცხადა ეკატერინე ბასილაიამ.

„დოიჩე ველეს” წარმომადგენლის, ელენა ზონდლერის თქმით, კვლევის მთავარი მიზანი, ქართული მედია გარემოს შესწავლა და პრობლემური საკითხების გამოკვლევა იყო.

„დღეს ჩვენ კვლევის პრეზენტაცია „დოიჩე ველეს“ აკადემიასთან ერთად განვახორციელეთ. კვლევის მთავარი ამოცანა ქართული მედია გარემოს შესწავლა იყო, ასევე ქართული მედიის პრობლემური საკითხების გამოკვლევა. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ საქართველოს მთავრობამდე მივიტანოთ ხმა, რომ მასმედიის ადვოკატირება საერთაშორისო დონეზე ხდება“, - განაცხადა ელენა ზონდლერმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ