ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს ერევნის მიერ ბაქოსთვის წარდგენილ სამშვიდობო ხელშეკრულებას

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ხელი მოაწეროს ერევნის მიერ ბაქოსთვის წარდგენილ სამშვიდობო ხელშეკრულებას.

„დოკუმენტს, რომელიც მზად ვართ გაჩვენოთ და რომელიც აზერბაიჯანში გავგზავნეთ, მზად ვარ ხელი მოვაწერო დღესვე. სხვა საქმეა, რომ აზერბაიჯანი არ იღებს ჩვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტს“, - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისადმი მიმართვისას.

მან დასძინა, რომ ოპოზიციამ გააკრიტიკა სომხეთის, რუსეთის ფედერაციის და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადება ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომელსაც 2020 წლის შემოდგომაზე მოეწერა ხელი, მაგრამ ყველა დასაბუთება, რომელიც დაკავშირებულია ლაჩინის დერეფნის ფუნქციონირებასთან, ყარაბაღთან, კონტაქტის ხაზთან, რეგიონულ კომუნიკაციებთან, პატიმრების პრობლემასთან - სწორედ ამ განცხადებას ეფუძნება.

„სხვა საქმეა, რომ ის არ ხორციელდება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას უნდა ჰქონდეს მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს ასეთ ვითარებას”, - განაცხადა ფაშინიანმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა