ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის 100 წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი „ციფრული მარკეტინგი“ ჩატარდება

3-5 მაისს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორის 100 წარმომადგენლისათვის სასწავლო კურსი „ციფრული მარკეტინგი“ ჩატარდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრენინგს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონსულტანტი, საერთაშორისო ტრენერი მონსერატ პენაროაია გამართავს.

„სამდღიანი კურსის მიზანია კერძო სექტორისთვის სერვისისა და გაყიდვების გაუმჯობესება დამატებითი ციფრული არხებით, ასევე ბრენდის პოპულარიზაცია და მომხმარებლებთან კავშირი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. ტრენინგი სრულიად უსასყიდლოდ გაიმართება. რეგისტრაციის ბოლო თარიღი 30 აპრილია.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: -SOSTAC მეთოდოლოგიის როლი ციფრულ მარკეტინგში, ტურიზმის ინდუსტრიის ტენდენციები; ახალი ტურისტული ბაზრის სეგმენტები ციფრულ ინდუსტრიაში; კონკურენტის ანალიზის შექმნა და ორგანიზაციის ბენჩ მარკინგი, სვოტ ანალიზი; Google Analytics 4-ის მართვა; ორგანიზაციისთვის KPI-ის განსაზღვრა (მარკეტინგის შესრულების ძირითადი ინდიკატორები)”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი