უკრაინის უმაღლესი რადა დაჯგუფება „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტის პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
უკრაინის პარლამენტის განმარტებით, ომის დაწყებიდან დღემდე დაჯგუფებამ ქვეყანაში არაერთი დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც ის ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს. ამასთან კანონპროექტი იმ ადამიანებისთვის სანქციების დაწესებასაც გულისხმობს, რომლებიც დაჯგუფებას აფინანსებენ.
უკრაინის უმაღლესი რადა სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც მოუწოდებს „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ.