მინდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივა გავაჟღერო, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ფონდი. თავად სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები გავერთიანდებით, რათა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებმა მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წამალი მიიღონ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თავად მამუკა ხაზარაძე ამ ფონდში 100 000 ლარის ოდენობის პირველი შენატანით შევა.
„დღეს აქ, მთავრობის კანცელარიასთან, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონკრეტული გამოსავლით მოვედით. მინდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივა გავაჟღერო, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას სახელმწიფო ფონდი, რომლისთვისაც თავად სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები გავერთიანდებით, რათა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებმა მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წამალი მიიღონ. თავად მამუკა ხაზარაძე ამ ფონდში 100 000 ლარის ოდენობის პირველი შენატანით შევა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინიციატივა რაც შეიძლება ფართო ჩართულობით განხორციელდეს. მთავრობას მოვუწოდებთ, მსგავსი ფონდი შექმნას და ჩვენ მზად ვართ, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი ჩავდოთ ამ გამოსავლის წარმატებისთვის“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.