ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ნატო-ს გაფართოებისკენ სწრაფვა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგია.
ოსტინის თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრის დროს არაერთი არასწორი გათვლა გააკეთა და რუსეთის აგრესიული ომი არა ნატო-ს გაფართოების მიზეზი, არამედ შედეგია.
„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას პარტნიორების დახმარებით. ის ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთობა დაინგრეოდა, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელიც რუსეთის არჩევანია, მხოლოდ დაგვაახლოვა. ფინეთი დღეს აქ არის როგორც ნატო-ს წევრი, იმედია, მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. ეს კი ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ პუტინის მიერ არჩეული ომი არ არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი, არამედ მისი შედეგია“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.