„ლელოს" ლიდერებმა მუსლიმ თემს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.
ინფორმაციას პარტია“ ლელო“ ავრცელებს.
პარტიის ლიდერებს, გენერალურ მდივან ირაკლი კუპრაძეს, თაზო დათუნაშვილს, გრიგოლ გეგელიასა და „ლელოს" თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საბა ბუაძეს, საქართველოს უმაღლესმა შეიხმა პირადად უმასპინძლა.
„ჩვენს მოქალაქეებს მივულოცეთ ბაირამობის დღესასწაული, ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე შევჯერდით. „ლელო" მზად არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა იყოს საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტების საკრებულოებში. ჩვენ მზად ვართ, მუსლიმი თემის პრობლემები გავიზიაროთ და დღის წესრიგში ინტენსიურად დავაყენოთ, ყველა დონეზე", - ამბობს „ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე.