რატი იონათამიშვილი - „ქოლცენტრების საქმემ“ კეზერაშვილი და „ნაცების“ კრიმინალური სინდიკატი საგონებელში ჩააგდო - ამ საქმეზე უცხოეთში დაკავებული რატი ალექსიძე კეზერაშვილის  ძმაკაცი და ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია, ამ ნიშნით შეარჩიეს და გაწირეს

„ქოლცენტრების საქმემ“ კეზერაშვილი და „ნაცების“ კრიმინალური სინდიკატი საგონებელში ჩააგდო. ამ საქმეზე უცხოეთში დაკავებული რატი ალექსიძე კეზერაშვილის უახლოესი ძმაკაცი და ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია, ამ ნიშნით შეარჩიეს და გაწირეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს.

იონათამიშვილის შეფასებით, კეზერაშვილმა სცადა დანაპირების შესრულება, რომ ამ საქმეში ხელისუფლებას ამხელდა, თუმცა, ეს არ გამოუვიდა.

„ქოლცენტრების საქმემ“ კეზერაშვილი და „ნაცების“ კრიმინალური სინდიკატი საგონებელში ჩააგდო, რადგან მართლმსაჯულების სიახლოვე იგრძნეს და მორიგ ჯერზე, უკადრებელი იკადრეს. ე.წ. ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გატესტეს ჯერ.

ოღონდ ისრები „ქართული ოცნებისკენ“ გადმოეტანათ და უახლოესი ძმაკაცი გაწირეს… „ქოლცენტრების საქმეზე“ უცხოეთში დაკავებული რატი ალექსიძე არის კეზერაშვილის და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი ძმაკაცი და მათ მიერ თავისთან დასაქმებული პირი. მთელმა თბილისმა იცის ეს ამბავი, როგორ დაიმალებოდა… ამავე დროს, ალექსიძე ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია!

ამ ნიშნით შეარჩიეს და გაწირეს! იქნებ აქეთ გადმოესროლათ უბინძურესი ბრალდება! გახსოვთ, ალბათ, კეზერაშვილის დაპირება, ხელისუფლებას ვამხელ ამ საქმეშიო… სცადა! არ გამოუვიდა! ყველამ ყველაფერი იცის, ზეპირად! თავისი ძმაკაციც გაწირეს და ბოლომდე გაშიშვლდნენ, როგორც მორალისგან აბსოლუტურად დაცლილი ხალხი!“ - წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში