ესპანეთმა უკრაინას Leopard 2 ტიპის ტანკები გაუგზავნა

Leopard 2 ტიპის 6 ტანკი, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა, ესპანეთის საპორტო ქალაქი სანტანდერი დატოვა და დანიშნულების ადგილისკენ მიემართება. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა.

მისი თქმით, ტანკებმა სანტანდერი 20 ერთეულ მძიმე სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დატოვეს.

”ექვს დღეში, სხვა ქვეყნის გავლით, ისინი უკრაინაში იქნებიან”, - აღნიშნა მარგარიტა რობლესმა.

ამასთან, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ამ ექვსი ტანკის გარდა, Leopard 2 ტიპის კიდევ 4 ტანკი, რომელსაც რემონტი უტარდება, უკრაინაში რაც შეიძლება მალე გაემგზავრება.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?