ილია მეორის ექიმი - პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

პატრიარქს სასწრაფო დახმარება არ დასჭირდა-ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ექიმი განმარტავს, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„ცრუ ინფორმაცია არის. არ დასჭირვებია სასწრაფო. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნორმალურია, სტაბილური“, - აღნიშნავს ცისანა შარტავა.

რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - დაწერა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა