პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - გერმანიას რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის გადადება არ ეცადა, დღეს ომი არ იქნებოდა

გერმანიას რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის გადადება არ ეცადა, დღეს ომი არ იქნებოდა, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პიოტრ ვავჟიკმა გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თქმითაც, ახლა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დრო არ არის.

„გერმანიას რომ გათვლები არ ეკეთებინა, როგორც ახლა, და არ ეცადა, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა გადაედო, უკრაინა რომ მრავალი წლის წინ, მიუნხენში, ალიანსში მიეწვიათ, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ცნობილია, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები, საფრანგეთი და ზოგადად გერმანია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის ევროკავშირში ან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას. ჩვენი აზრით, რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესია, რადგან ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინისა და პოლონეთის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოების გარანტია“, - განაცხადა პიოტრ ვავჟიკმა და დასძინა:

„საკითხავია, როდის დადგება ამ “ცივ გონებიანებისთვის“ დრო? ომის დამთავრებიდან ხუთი, ათი თუ ოცდაათი წლის შემდეგ".

ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მხოლოდ სოლიდარობის გრძნობის გამო იყოს მიღებული და ასეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს “ცივი გონებით და ცხელი გულით“ და არა პირიქით.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი