პროკურატურამ თბილისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი იყო მეორე ბრალდებულისთვის, რომელმაც მომხდარი დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 23 აპრილს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

https://pog.gov.ge/news/prokuraturam-ganzrax-mkvlelobisa-da-danashaulis-sheutyobineblobis-faqtze-or-pirs-braldeba-warudgina

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?