რამაზ ყურაშვილი აქონდროპლაზიის მკურნალობაზე - ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება და არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ სწრაფად, ეს არ იქნება სწორი

ენდოკრინოლოგის, მედიცინის დოქტორის რამაზ ყურაშვილის განცხადებით, „ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, თუმცა, გავლენას არ ახდენს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე.

მათივე ცნობით, რამაზ ყურაშვილი აღნიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს წამალმა, გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ეს გენეტიკური დაავადებაა და ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, კიდურები არ იზრდება. ამასთან დაკავშირებით, მათ ინტელექტუალურად არანაირი ჩამორჩენა არ აქვთ, ფიზიკური მონაცემებითაც კი. ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება და არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ სწრაფად, მით უმეტეს, ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს და ფორსირება იმისი, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ, არ იქნება სწორი. ამ დაავადებას ისედაც 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და არ ვიჩქაროთ, გონივრული უნდა იყოს ყველაფერი.

ამ ძირითადი პრეპარატის გარდა, საჭიროა კიდევ სხვა პრეპარატები იმიტომ, რომ სხვა ფუნქციაც შეიძლება გამოვლინდეს, ან უკვე არის არსებული ფუნქცია, რომელსაც შველა სჭირდება. ეს ყველაფერი გააზრებული უნდა იყოს აქონდროპლაზიის თერაპიასთან დაკავშირებით. სიტყვა ინტენსიური აქ არ უნდა ვიხმაროთ, უნდა ვიხმაროთ სიტყვა გონივრული. რა საკვირველია, პროფესიონალები გონივრულ ნაბიჯებს გადადგამენ, ეჭვიც არ მეპარება, ვინაიდან მომზადება და ენთუზიაზმი, რაც ახალი პრეპარატის მიმართ, საზოგადოებას და ჯანდაცვის წარმომადგენლებს აქვთ, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი", - განაცხადა რამაზ ყურაშვილმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი