აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ გადაინაცვლეს

აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარეობს ღონისძიება, რასაც მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.

“ჩვენ ხალხნო გვემღერება? დგანან და ბინძურ პოლიტიკას ავრცელებენ. გამობრძანდნენ და გვერდით დაგვიდნენ”, - განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ქეთევან ბეგიაშვილმა.

მარშის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მთავრობის წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

“სრულიად აპოლიტიკურები ვართ, ვითხოვ მედიკამენტს, არავინ გაბედოს რაიმე პოლიტიკური მოკერება. ჩვენ ყველა სიმართლის მოყვარეს გვერდით დავიყენებთ”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “წამალი”, “წამალი შემოიტანეთ”, “სოლიდარობა ბავშვებს”.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში