თბილისში, აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მარში დასრულდა.
აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან კვლავ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაბრუნდნენ.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის წინ განთავსებულ ჯებირებზე ხელებს ურტყამენ და პროტესტს ამ გზით გამოხატავენ. პარალელურად, აქციის მონაწილეებს ჩართული აქვთ საყვირები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.