ვოლოდიმირ ზელენსკი - შეუძლებელია, ბახმუტზე უარი ვთქვათ

უკრაინა ვერ მიატოვებს ბახმუტის დაცვას, რადგან მისი აღება რუს ოკუპანტებს ფრონტის გაფართოებაში დაეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსული ჯარები ქალაქს დაიკავებენ, ეს შეიძლება გახდეს ხელშემწყობი დონეცკის ოლქის ქალაქების, კრამატორსკისა და სლავიანსკის წინააღმდეგ შეტევისთვის.

"შეუძლებელია, ბახმუტზე უარი ვთქვათ, რადგან ეს ხელს შეუწყობს ფრონტის გაფართოებას და რუსეთის ჯარებსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ მისცემს შანსს, უფრო მეტი ჩვენი ტერიტორია დაიკავონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, რუსული ძალები რამდენიმე თვეა უკრაინის ქალაქ ბახმუტზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ, თუმცა, მძიმე დანაკარგებს განიცდიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა