უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა 3 მიმართულებით 60-მდე შეტევა მოიგერიეს - ბახმუტისა და მარინკასათვის მძიმე ბრძოლები გრძელდება

რუსული ძალები ძირითად ძალისხმევას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე მიმართავენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა აღნიშნული მიმართულებებით მტრის 60-მდე შეტევა მოიგერიეს.

გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტისა და მარინკასათვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას. მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქ ბახმუტისთვის. ასევე, დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგოროვკას, ბოგდანოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიდამოებში. მტრის დაბომბვის შედეგად არაერთი დასახლება დაზარალდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ავდიივკას მიმართულებით რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოსა და პერვომაისკის ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და დიდი დანაკარგები განიცადა.

„მარინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს მარინკას ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ასევე დონეცკის ოლქის ნოვომიხაილოვკას რაიონში. ამავდროულად, მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, გეორგიევკას, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილოვკასა და პრასკოვეევკას დასახლებები დაბომბა“, - აცხადებენ გენშტაბში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა