გუგა კაკაბაძე - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის ჭრილში განაგრძობს მუშაობას

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ რეგიონების მასშტაბით, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომელთა განხორციელებაში კომპანიის სტრატეგიული განვითარების პარტნიორებს დიდი წვლილი მიუძღვით, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ამასთან, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობასა და მათ დანიშნულებაზე წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, საერთაშორისო მიმართულებით, გუგა კაკაბაძემ ისაუბრა და განმარტა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, კომპანია ამ ეტაპზე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან როგორებიცაა: აზიის განვითარების ბანკი (ADB), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). სწორედ ამ კომპანიების მხარდაჭერით, არაერთი წარმატებული პროექტი იქნა განხორციელებული, რომელთა შედეგად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურით არაერთი ქალაქი სარგებლობს, მათ შორის: ქუთაისი და ფოთი წყალმომარაგების განახლებული სისტემებით სარგებლობს; ზუგდიდში, ანაკლიასა და ურეკში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო, დამატებით წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა; მესტიაში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობა და წყალმომარაგების ახალი ქსელი მოეწყო.

ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, კომპანია ამ ეტაპზე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. უფრო კონკრეტულად: ქალაქ თელავსა და ჯვარში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, ქალაქ მარნეულში კი წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. ბოლნისში წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მოწყობის სამუშაოებია. გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, ფოთში კი წყალარინების სისტემა ეწყობა. ასევე მიმდინარეობს ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: ვანის, ბაღდათისა და სამტრედიის წყალმომარაგება-წყალარინების ქსელების გაუმჯობესებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები. ქალაქ ქუთაისში წყალარინების ქსელები და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა. დამატებით გაფორმდება ხელშეკრულება ქალაქ ხაშურის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებზე.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტების პროგრესს: ქალაქ თელავში სამშენებლო სამუშოები დასრულების ეტაპზეა და მიმდინარე წლის გაზაფხულის სეზონზე მოსახლეობა წყალმომარაგების ახალი სისტემით ისარგებლებს; აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის, ქალაქ ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები. გეგმის შესაბამისად აღნიშნული პროექტების დასრულება 2024 წლის პირველ ნახევრამდე იგეგმება. მარნეულის სოფლების: საიმერლოსა და წერეთელის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. შედეგად, მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობას შეძლებს. გარდა ამისა, აქტიურ ფაზაშია მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები, რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი; ჯვარში, წყალმომარაგების სისტემისთვის საჭირო სამუშაოების დიდი წილი უკვე შესრულებულია; ფოთში წყალარინების სისტემის მშენებლობა განახლდა, რომელიც სამ დამოუკიდებელ ლოტად მიმდინარეობს. ქალაქს 2024 წლისთვის წყალარინების ახალი სისტემა მოემსახურება; რაც შეეხება ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტს, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების მიერ სამობილიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. მაისის თვეში კი სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება; დაბა გუდაურისთვის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.

მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, რაც ძირითადად კომპანიების მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებასთან არის დაკავშირებული, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ჭრილში განაგრძობს მუშაობას. შესაბამისად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2025 წლის ბოლოს, დასრულდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. შედეგად, ზემოთ ხსენებულ ყველა ქალაქში მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით“,- განაცხადა გუგა კაკაბაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ