არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მიზნით, ცენტრში ვიზიტი ხის სახელოსნო „ბამოს“ დამფუძნებლებმა განახორციელეს, რომელთა ხელშეწყობით, მოზარდებმა ბუნებრივი მასალისგან ხელნაკეთი ხის სახლები შექმნეს.

„მსგავსი აქტივობები მოზარდებს ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტები მოზარდების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა