გიორგი ამილახვარი - საგამოძიებო კომისიის შექმნას არაფერი კავშირი არ აქვს რაიმეს გამოძიებასთან - ოპოზიციას უნდა კიდევ უფრო მეტი ჩირქი მოსცხოს მართლმსაჯულების სისტემას

ოპონენტებს უნდათ, კიდევ უფრო მეტი ჩირქი მოსცხონ და დისკრედიტაცია მიაყენონ ჩვენი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას - დიახ, დღეს ხელისუფლების ვალია და ამას აკეთებს, რომ დაიცვას [მართლმსაჯულების სისტემა] ნებისმიერ ფასად, როგორც გარემ ასევე შიდა ნებისმიერი ძალის ჩარევისგან, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს რაიმეს გამოძიებასთან.

„საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ და აანონსებენ, არაფერი კავშირი არ აქვს რაიმეს გამოძიებასთან. მათ პირიქით, უნდათ, კიდევ უფრო მეტი ჩირქი მოსცხონ და დისკრედიტაცია მიაყენონ ჩვენი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას. იმ სისტემას, რომელსაც ხელშესახები შედეგები აქვს, თუ ჩვენ ბოლო 10 წელს გავაანალიზებთ და წინა ხელისუფლების მართლმსაჯულების სისტემის შედეგებს და დღევანდელს შევადარებთ, მათ შორის, დამოუკიდებლობის ხარისხს, სტრასბურგში მიმართვიანობის რიცხვს, მოქალაქეთა სანდოობის კუთხით გაკეთებულ კვლევებს, საერთაშორისო კვლევებს - ეს არის ის შედეგები, რაც დღეს ხელშესახებია. ამ საგამოძიებო კომისიით, მაშინ, როდესაც მოახლოებულია კანდიდატის სტატუსის მინიჭების ვადა, პირიქით, უნდათ, დისკრედიტაცია მოახდინონ და ჩირქი მოსცხონ მართლმსაჯულების სისტემას, რომელიც დიახ, დღეს ხელისუფლების ვალია და მას აკეთებს, რომ დაიცავს ნებისმიერ ფასად, როგორც გარე, ასევე შიდა ნებისმიერი ძალის ჩარევისგან,“ - განაცხადა ამილახვარმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ