რევოლუციური თვითგანახლებადი AI პროდუქტი BTU-სგან

BTU-ში შეიქმნა ახალი რევოლუციური საგანმანათლებლო თვითგანახლებადი პროდუქტი, რომელიც სტუდენტებს AI ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნილ სასწავლო მასალებს შესთავაზებს. ახალი ინიციატივის ფარგლებში, „ცოდნის ბანკში“ ჩაშენდება კატეგორია, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი თვითგანახლებადი მასალები განთავსდება. პროდუქტის რევოლუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ავტომატურ რეჟიმში განახლდება და მომხმარებლებს უახლეს მასალებს უწყვეტ რეჟიმში მიაწოდებს.

თვითგანახლებადი AI პროდუქტი ჩაშენდება „ცოდნის ბანკში“, რომელიც ასევე BTU-ს წარმატებული პროექტია. აღნიშნული მაღალტექნოლოგიური პლატფორმა წარმოადგენს სტუდენტის ტექნოლოგიურ მეხსიერებას და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს., რომლის რაოდენობაც 10 000 ზე მეტია. ატვირთული ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, შექმნას პერსონალური სამუშაო გარემო, გააკეთოს ჩანაწერები და მთელი ცხოვრების განმავლობაში გაამდიდროს საჭირო ინფორმაციით. ამიერიდან კი არსებულ მასალებს დაემატება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალები. პროცესი ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება.

აღნიშნული რევოლუციური პროექტი ხელმისწვდომი ხდება ფართო გამოყენებისთვის როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის. მისი მიზანი კი უწყვეტი განათლების ხელშეწყობაა.

თვითგანვითარებადი სასწავლო გარემოს შექმნა და მკითხველისა თუ მკვლევრის ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო პროდუქტების შექმნა და ხელმისაწვდომობის ზრდა თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემების მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ გამოწვევის გადასალახად BTU თავისი ინოვაციური მიდგომებით AI ინსტრუმენტების გამოყენებით ინტენსიურად ქმნის საგანმანათლებლო პროდუქტებს.

ცოდნის ბანკში ჩაშენებულ სპეციალურ ბმულზე მუდმივად დაემატება თვითგანახლებადი რესურსები, რომლებიც პირველ ეტაპზე მოიცავს მასალას კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და ორგანიზაციული კულტურის და გაყიდვების სტიმულირების შესახებ.

თვითგანახლებადი რესურსები ხელმისაწვდომია ბმულზე

(R)

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი