თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კორპუსის ასაშენებლად ღია კონკურსი ცხადდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კამპუსის პროექტირების კონკურსი ცხადდება. ახალ შენობას, რომელსაც სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულება ექნება, უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება - გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ის ცნობით, ახალი ინიციატივა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს სიმბოლურად ივანე ჯავახიშვილის იუბილეზე წარუდგინა.

მისი თქმით, ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის აშენებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელოვნებათმცოდნეებთან და არქიტექტორებთან 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის ცხადდება ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საპროექტო კონცეფცია უნდა შემუშავდეს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტისა და მახასიათებლების გათვალისწინებით. გამარჯვებულ საკონკურსო წინადადებას გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია. საპროექტო სამუშაოს შესრულების ვადა დაიყოფა 4 ეტაპად. კონკურსის დასრულების ბოლო ვადა 10 ივლისია.

დამატებითი საკონკურსო დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025