„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ 26 აპრილს, სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 26 აპრილს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურში, ოდორანტის კვანძის რეაბილიტაციისა და რედუცირების კვანძის განახლების სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება სიღნაღის მუნიციპალიტეტს, ქალაქ სიღნაღს და შემდეგ სოფლებს: ნუკრიანსა და ზემო მაღაროს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა