ომბუდსმენმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ აქციაზე პოლიტიკოსებთან ერთად არ მივა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს მათთან აქციაზე მისვლას.

როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, მას პოლიტიკოსები უკავშირდებიან და მშობლების აქციაზე მისვლას სთხოვენ, თუმცა ის „პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მისვლას არ აპირებს".

„ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხება მშობლებს - მშობლებთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და მივალ," - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, პრობლემის გადაწყვეტა ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და ამაზე სახალხო დამცველი ვერ იქნება პასუხისმგებელი.

„დიდი ხანია უკვე, რაც ჩართული ვართ მათი პრობლემის მოგვარების პროცესში. ჩვენი ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენი მანდატის ფარგლებში ვუწევთ ამ პროცესს მედიაციას. ჩართულები ვართ ამ ყველაფერში. მთელი ეს პერიოდი ჩვენი თანამშრომლები არიან მათთან ხაზზე და დღესაც ჩემი დეპარტამენტის უფროსი იმყოფებოდა მათთან, კიდევ ერთხელ დაათვალიერა და ნახა ის გარემო, სადაც მათ უწევთ თავიანთი პროტესტის გამოხატვა და ხომ არ აქვს რაიმე ხელშეშლა პროტესტის გამოხატვის თვალსაზრისით. რაც შეეხება პრობლემის გადაწყვეტას - ეს არის შესაბამისი უწყების მიერ გადასაწყვეტი პრობლემა და სახალხო დამცველი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ ამ კომუნიკაციაში და რა თქმა უნდა, გამოხატვის ნაწილში მათი უფლებები რომ იყოს უზრუნველყოფილი," - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს