„საქართველოს ბანკი“ კომპანია „აგრო დეველოპერსთან“ პარტნიორობით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აგროსექტორის მიმართულებით კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს

„საქართველოს ბანკი“ კომპანია „აგრო დეველოპერსთან“ პარტნიორობით, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს აგროსექტორის მიმართულებით კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათვე ცნობით, კომპანია „აგრო დეველოპერსი“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და მის ძირითად მიმართულებას წვეთოვანი სარწყავი სისტემების, პივოტური მორწყვის, მრავალწლიანი ბაღების გაშენების პროექტების განხორციელება წარმოადგენს.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, კომპანია „აგრო დეველოპერსი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც Netafim-ის ოფიციალური წარმომადგენელია.

„საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობა 2021 წლიდან აქტიურად დავიწყეთ და პირველი პროექტებიც უკვე 2021 წლის დასაწყისში შევასრულეთ. ჩვენი კომპანიის ძირითადი მისწრაფება საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ფერმერისთვის სამუშაო პროცესის გამარტივებაა. ავტომატიზირებული სარწყავი სისტემა ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, მინიმუმამდე დაიყვანოს დამატებითი რესურსების გამოყენება, რაც საბოლოოდ მის ფინანსურ შედეგზე აისახება.

2013 წელს, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მაქსიმალური კონცენტრაცია გავაკეთეთ ადამიანური რესურსის მობილიზებაში და ინვესტიცია მათ სწავლაში ჩავდეთ. პირველ ეტაპზე ძალიან დაგვეხმარა ჩვენი პარტნიორი კომპანია Netafim-ი, რომელმაც გაგვიწია ინჟინრული დახმარება და მოხდა ადგილობრივი პერსონალის გადამზადება. როდესაც უკვე დავრწმუნდით, რომ გვყავს პროფესიონალი გუნდი და პროექტებიც პრობლემების გარეშე და დროულად ხორციელდება, გადავწყვიტეთ გვეფიქრა ბიზნესის განვითარებაზე და საქართველოში ესპანური სანერგე Agromillora შემოვიყვანეთ.

Agromillora-სთან ერთად გარდაბანში საექსპერიმენტო სუპერ ინტენსიური ნუშის ბაღი გავაშენეთ. ბაღზე დაკვირვებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ ავიყვანეთ გამოცდილი აგრონომები. მომხმარებლებს დღეს უკვე ისეთ სერვისებს ვთავაზობთ, როგორიცაა: ბაღის შეფასება, საირიგაციო და სასუქების გრაფიკის შედგენა, მიწის დამუშავება, ბაღის გეგმარება, მიწის ანალიზების და კლიმატური მონაცემების აღება კონკრეტულ ადგილას. ბიზნესს ვურჩევთ ანალიზების და კლიმატის მიხედვით კულტურებს და მათ ჯიშებს თუ სად რა უნდა დაირგოს“, - აღნიშნავს „აგრო დეველოპერსის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიგი არონიშიძე.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა