წიგნის ჩუქების დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ პალდოს სამხედრო ბაზას ესტუმრა

წიგნის ჩუქების დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ პალდოს სამხედრო ბაზას ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს საქართველოში წიგნის ჩუქების დღეც დაწესდა და ის უკვე რამდენიმე წელია მასშტაბურად აღინიშნება. წიგნის ჩუქების აქციაში ჩართულია თითქმის ყველა წიგნის მაღაზია და არაერთი კომპანია.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურადაა ჩართული ამ პროცესში, ამ დღესაც საგანგებოდ გამოეხმაურა. ამასთან, ბიბლიოთეკის წარმომადგენლები პალდოს სამხედტო ბაზას ესტუმრნენ.

„23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ საქართველოში 2019 წელს დავაწესეთ. მალევე Biblusi • ბიბლუსი შემოგვიერთდა, მერე უკვე უამრავი კომპანია და ადამიანი. დღეს ეს თარიღი ამ ნიშნითაც გრანდიოზულად აღინიშნება. ჩვენ კახეთში პალდოს სამხედრო ბაზასას ვესტუმრეთ და იქ დავარიგეთ წიგნები”, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ