საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა ნატახტარი-ლეხურას გაზსადენის მიმდებარე ტერიტორია გაამწვანეს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქციის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ჯიშის ხის 100 ნერგი დარგეს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, აქტივობისთვის, სოფელ ვაზიანში, ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გაყვანილი ნატახტარი-ლეხურას გაზსადენის 17 კილომეტრიანი დერეფნის მიმდებარედ არსებული ფერდობი შეირჩა. მათივე ცნობით, მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი, სამშენებლო დერეფანში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, რიგ შემთხვევებში, ხე-მცენარეების აღრიცხვასა და გაჩეხას მოიაზრებს, შესაბამისი პროცედურების დაცვით. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გაჩეხილი ხეების სანაცვლოდ ახალი ნერგების დარგვის ინიციატივით გამოვიდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას შეუერთდა, რომლის მიზანიც, გარემოს დაცვაზე ზრუნვა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

„დასარგავი ხის ჯიშები, სპეციალისტების მიერ, ადგილობრივი გარემო პირობებისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორის იყო იფანი, ნეკერჩხალი, მუხა, კვიპაროსი და ა.შ. გასამწვანებელი ტერიტორია კი, რომლის სიახლოვესაც სკოლა, სპორტული მოედანი და საბავშვო ბაღი მდებარეობს, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით იქნა არჩეული. ხეების დარგვაში მონაწილეობა სოფლის მაცხოვრებლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მათ შორის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღეს.

გამწვანების აქცია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანისა და კორპორაციის დირექტორატის ინიციატივითა და ჩართულობით ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში