აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები - პრემიერმა გვითხრას, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს - წირავს ჩვენს შვილებს სამუდამო ტკივილისა და ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს

პრემიერ-მინისტრმა გვითხრას, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს. წირავს ჩვენს შვილებს სამუდამო ტკივილისა და ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს, - ამის შესახებ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საგანგებო განცხადებისას აღნიშნეს.

მათი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაფინანსებაზე პასუხი უარყოფითი იქნება, მშობლები გაჩერებას არ აპირებენ.

„დღეს, მშობლები, საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში, ძალიან დამცირებულები და გაყინულები ვართ. ასეთი გამწარებული მაშინაც კი არ ვყოფილვარ, როდესაც ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე. ჩვენ წუხელ უმძიმესი ღამე გვქონდა. წვიმასა და სიცივეში ვიყავით, მაგრამ ყურადღება მაინც არავინ მოგვაქცია. ახლა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ველოდებით. საბოლოო პასუხი გვითხრას - მედიკამენტს გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს. არანაირი გაწელვა!

ჯანდაცვის სამინისტროს დაპირება წელიწადი და ოთხი თვე ვითმინეთ. ამის გამო, არანაირი დაპირება! მხოლოდ და მხოლოდ გვითხრას, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს. სწირავს შვილებს სამუდამო ტკივილისა და ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს. ჩვენ, მშობლები არ დავიღლებით მაშინაც, თუ პასუხი უარყოფითი იქნება“, - აღნიშნეს მშობლებმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი