ჩინეთის საგარეო უწყება - ჩინეთი პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს

ჩინეთი პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენული სახელმწიფო სტატუსს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩინეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამყარა დიპლომატიური კავშირები აღნიშნულ ქვეყნებთან. ამ ქვეყნებთან დიპლომატიური კავშირების დამყარების დღიდან ჩინეთი ყოველთვის იცავდა თანასწორობის პრინციპებს მეგობრული და თანამშრომლობითი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგზე.

მაო ნინის განცხადებით, მისი ნათქვამი წარმოადგენს ჩინეთის მთავრობის ოფიციალურ შეხედულებებს.

„ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაიმ განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს „არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება მათი, როგორც სუვერენული ქვეყნების სტატუსის განხორციელებისთვის“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი