საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იმუნიზაციის კვირეულში ერთვება

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება 23-29 აპრილს, იმუნიზაციის კვირეულში ერთვება. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვირეულის გახსნაში, საქართველოს მასშტაბით, წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ.

წითელი ჯვრის ცნობით, კვირეული იმუნიზაციის მნიშვნელობის გაზრდასა და ყველასათვის ხანგრძლივი, ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მრავალი წელია იმუნიზაციის კვირეულშია ჩართული და ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს ახორციელებს.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), ავსტრიის წითელი ჯვრის (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მხარდაჭერით, პროექტის - „ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში’’ ფარგლებში ხორციელდება.

გასულ წლებში, COVID-19-ის პანდემიის გამო მთელ რიგ ქვეყნებში ბავშვთა რუტინული ვაქცინაციის მაჩვენებლები შემცირდა. ბავშვის აუცრელობის შემთხვევაში ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციაზე ყველას თანაბარი წვდომა ჰქონდეს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად უჭერს მხარს COVID-19-ის ვაქცინაციასა და გეგმურ იმუნიზაციას, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქალაქ რუსთავში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი და ორი სრულად აღჭურვილი მობილური ვაქცინაციის ერთეული ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერი მსურველი COVID-19 ვაქცინაციის სრულფასოვანი სერვისით ისარგებლებს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, მის პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რათა ვაქცინების სარგებელსა და აცრების მაჩვენებლების შემცირებით გამოწვეულ რისკებზე ცნობიერება გაზარდოს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი